ახალი ამბები
უკრაინაში რუსებმა ორასზე მეტი საავადმყოფო გაანადგურეს
FaceBook
უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით დაიბომბა 274 საავადმყოფო.


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

274 საავადმყოფოდან 13 მთლიანად განადგურდა.

განადგურებულია სასწრაფო დახმარების 70 მანქანაც. ასევე დაიღუპა ექვსი სამედიცინო მუშაკი, ხოლო 20 მძიმედ დაშავდა.

უკრაინაში 38 დღეა ომია. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print