ახალი ამბები
უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა
FaceBook
4,1 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა ომის გამო.


ამ მონაცემებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი აქვეყნებს.

უწყება ლტოლვილთა მიმღები სახელმწიფოების განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს.

სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო, შემდეგ რუმინეთმა. უკრაინელმა ლტოლვილებმა თავი შეაფარეს რუსეთსა და ბელორუსსაც.

პოლონეთი – 2 384 814
რუმინეთი – 623 627
მოლდოვა - 390 187
უნგრეთი – 374 535
რუსეთი – 350 632
სლოვაკეთი - 292 039
ბელარუსია - 12 746

თუმცა, ლტოლვილთა 90% მზადაა ომის დასრულებიდან პირველივე დღეს დაბრუნდეს ქვეყანაში.

უკრაინაში 38 დღეა ომია. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print