ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღში ერთი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი ჩაირიცხა
FaceBook
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,  საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანის სურვილი მხოლოდ ერთმა უკრაინიდან ლტოლვილმა ოჯახმა გამოთქვა.

გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების ჩარიცხვის გადაწყვეტილება ცენტრალიზებულად მოხდა. 

ბაღები ფინანსდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ. ბავშვის ბაღში მიღება რომ მოხერხდეს იმ ქალაქში ან მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ჩაწერილი. უკრაინელი ლტოლვილების შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და ბავშვების მიღება მხოლოდ მშობლების იდენტიფიცირების საფუძველზე მოხდება. იგივე პრინციპით მიიღეებენ ბავშვებს საქართველოს ქალაქების სხვა ბაღებშიც. 

"განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის დეპარტამენტთან გვქონდა ჩართვა და გადაწყდა, რომ გამონაკლისის სახით,  მშობლების იდენტიფიცირების საფუძველზე, იმის დადგენით, რომ   ისინი არიან უკრაინის მოქალაქეები და არიან ლტოლვილები,  მათი შვილი ჩავრიცხეთ უპრობლემოდ", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 4 მილიონი ადამიანი ლტოლვილად ხოლო 10 მილიონი დევნილად იქცა. მათგან დიდი უმრავლესობა ბავშვები და ქალებია.

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print