ახალი ამბები
სტივენ კინგის მიმართვა პუტინს
FaceBook
ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინს  "ტვიტერზე" გამოქვეყნებული წერილით მიმართავს. 

მწერალმა მოკლე ფრაზით აუხსნა პუტინს, თუ რას უზამს უკრაინა რუსეთის ფედერაციას.

„იგივე განწყობით „განაგრძე“ ვლად. უკრაინა დააცარიელებს თქვენს ხაზინას და გაგაღატაკებთ", - წერს  მწერალი.

სტივენ კინგმა უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეებში გამოხატა.



მწერალი, რომელიც საჯაროდ იშვიათად ჩნდება და ფოტოების გამოქვეყნებაც არ უყვარს, ყველას წინაშე უკრაინის მხარდამჭერ წარწერიანი მაისურით გამოჩნდა. 

უკრაინას მხარდაჭერა მსოფლიოს ბევრმა ცნობილმა მწერალმა და მსახიობმა გამოუცხადა.

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print