ახალი ამბები
წყალტუბოში, სანატორიუმის ყოფილი შენობა "მედეა" აუქციონზე იყიდება
FaceBook
წყალტუბოში,  სანატორიუმის  ყოფილი შენობა "მედეა" იყიდება.
მთავრობას ობიექტის  გასასხვისებლად  აუქციონი აქვს გამოცხადებული, რომლის საწყისი ფასი 5,820,000 ლარია.

სანატორიუმის  ყოფილ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, რომელიც  გასულ წელს მიენიჭა.

აუქციონზე მითითებული პირობების მიხედვით, ობიექტის შემსყიდველმა შენობაში არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 14 აპრილს დასრულდება.

წყალტუბოს აღორძინების გეგმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს დააანონსა, თუმცა, 22 მიტოვებული სასტუმრო და 9 აბანო ისევ მეპატრონის მოლოდინშია.

დაპირებული რეაბილიტაციის არც კონკრეტული თარიღი იცის ვინმემ და არც ის, თუ რა თანხა დასჭირდება საბჭოთა დროის ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის აღდგენას.



Print