ახალი ამბები
ბრიტანეთმა კრემლის პროპაგანდისტ მედიამფლობელებს სანქციები დაუწესა
FaceBook
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პუტინის პროპაგანდისტ რუს მედიამფლობელებს სანქციები დაუწესა.


სანქციები შეეხო კრემლის მიერ დაფინანსებულ TV-Novosti-ს, რომელიც ფლობს RT-ს და Rossiya Segodnya-ს, რომელიც თავის მხრივ მართავს Sputnik-ს.

სანქციები ასევე დაეკისრათ RT-ის მმართველ დირექტორ ალექსეი ნიკოლოვს, ახალი ამბების წამყვანს სერგეი ბრილევს და Sputnik-ის მთავარი რედაქტორს ანტონ ანისიმოვს.

უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს უმძიმესი სანქციები დააკისრეს, რის გამოც რუსეთის ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები.

Print