ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 36 - ე დღეს
FaceBook
ბოლო 24 საათის მონაცემით, უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს დამატებითი ძალების, მათ შორის კიევის და ჩერნიგოვის მიდამოებიდან, დონბასისკენ გადასროლა, თუმცა, კიევის შემოგარენს კვლავ ბომბავენ.


უკრაინის ყველა დიდი ქალაქი მყარად დგას და იგერიებს მტრის შემოტევას.

ბოლო დღე - ღამის განმავლობაში უკრაინის ჯარმა გაანადგურა 10 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 15 საარტილერიო სისტემა, 1 თვითმფრინავი, 3 უპილოტო და 1 ფრთოსანი რაკეტა.

ასევე, უკრაინელებმა ბრძოლაში მოკლეს ერთი მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური.

34 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს:

614 რუსული ტანკი

17 500 ჯარისკაცი

1735 საბრძოლო ბრონირებული მანქანა

311 საარტილერიო სისტემა

54 მიწა-ჰაერი რაკეტა

135 თვითმფრინავი

83 დრონი

1201 სამხედრო ავტომობილი

7 გემი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა ძირითადი ამოცანა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით დასრულდა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფების მიზანია მოქმედებების გააქტიურება პრიორიტეტულ სფეროებში და უპირველეს ყოვლისა, დონბასის სრული განთავისუფლების ოპერაციის დასრულება" - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა 2 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაარტყეს 69 სამხედრო აქტივს. მათ შორის: 3 სამეთაურო პუნქტს, 2 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 8 საბრძოლო და სარაკეტო-საარტილერიო იარაღის საცავს და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 52 უბანს.

რუსული მხარის რწმუნებით, მათ ჯამში გაანადგურეს:

124 საჰაერო ხომალდი

77 შვეულმფრენი

214 უპილოტო საფრენი აპარატი

323 უპილოტო საფრენი აპარატი

1767 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

186 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა

741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნები

6 სპეცრაზმი

57 სამხედრო მანქანა

უკრაინაში ომის 36-ე დღეა. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

Print