ახალი ამბები
იმერეთში, აჭარასა და თბილისში ნარკოდანაშაულისთვის რვა პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, იმერეთში, აჭარასა და თბილისში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

დაკავებულია რვა პირი, მათგან სამი ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობდა, ხუთი კი ყიდდა.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, რეალიზატორებისგან განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"ამოიღო იმერეთის პოლიციამ სამტრედიის სოფელ ბაშში უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print