ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების ადგილები გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის მერიის ინიციატივით ქალაქში პარკირების ადგილები გაიზარდა.

პარკირების საერთო ადგილების რიცხვს ფალიაშვილის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორია მიემატა, ხოლო სპეცსადგომებს გუგუნავას ქუჩაზე ერთი ადგილი დაემატა. მერიაში განმარტავენ, რომ გუგუნავაზე მდებარე ადგილი საჯარიმო სადგმისთვისაა განკუთვნილი.

ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.

ქუთაისში პარკირების ადგილების გაზრდა მომავალი წლიდან იგეგმება.

Print