ახალი ამბები
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"არიან ისეთები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად და არიან ისეთებიც, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩნენ თანამდებობაზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამუშაო",
- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქვეყნიდან პირველ მარტს კონსულტაციების მიზნით გაიწვია. ზელენსკის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციისა და ქართველი მოხალისეების ქვეყნიდან არგაშვების გამო მიიღო.


Print