ახალი ამბები
ქუთაისის მერია 10 ახალ მიკროავტობუსს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია ათ მიკროავტობუსს ყიდულობს, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ მხოლოდ ის იციან, რომ ახალი ტრანსპორტი საფიჩხიისა და გორას დასახლებაში იმოძრავებს.

საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ განმარტა, რომ თვითმმართველობაში ახლა მიდის მუშაობა დამატებით ახალი ხაზის შექმნაზე, რომელიც მოემსახურება აღნიშნულ დასახლებებს.

მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, მერია ტრანსპორტის შეძენას "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხით გეგმავს.

მიკროავტობუსების შესაძენად 1 მილიონ 450 ათასი ლარია განსაზღვრული.

Print