ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს ხვალ ჩამოასვენებენ
FaceBook
უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 31 მარტს, დილის 4 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბებიან და დავით გობეჯიშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ირპენში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი სოხუმიდან იყო დევნილი, იგი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში.

ქალაქ ირპენთან გარდაიცვალა ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს და სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
Print