ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია დაიწყო.

საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს უკვე ჩაბარდა ბრძანება მათი შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

რა მიზანს ემსახურება რეორგანიზაცია, ან როდის უნდა დასრულდეს, მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში საჭიროა რეორგანიზაცია, რადგან, გაბერილი შტატები აქვთ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ქალაქის მერის მიზანი სინამდვილეში სხვა არის.

"ამ რეორგანიზაციის მიზანი შურისძიებაა საკუთარ თანამშრომლებზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა პირველ ტურში ხმა არ მისცა იოსებ ხახალეიშვილს. დაწყებულია სიების შედგენა სუსსა" და "ქართული ოცნების" ოფისში, არკვევენ ვინ ვისი ადამიანია და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას", - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

მისი თქმით, მოქმედი მერი, მისი წინამორბედის მიერ დასაქმებულების გათავისუფლებას და საკუთარი კადრების მოყვანას გეგმავს.

ქუთაისის მერიაში ამ დროისთვის 326 ადამიანი მუშაობს.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია ბოლოს 2019 წელს ჩატარდა.


Print