ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნა
FaceBook
ზავიად ჯავახიას განმარტებით, ახლადშექმნილი განყოფილება ერთი ფანჯრის პრინციპით გაწევს მომსახურებას.

ქუთაისის მერიაში ახალი განყოფილება შეიქმნა. საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღებისა და არქივის განყოფილება - ასე ჰქვია ადგილობრივ თვითმმართველობაში ახლადშექმნილ განყოფილებას, სადაც 10 ადამინი იმუშავებს. აღნიშნული განყოფილების შექმნა ქუთაისის საკრებულომ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზავიად ჯავახიას განმარტებით, ახლადშექმნილი განყოფილება ერთი ფანჯრის პრინციპით გაწევს მომსახურებას.
ახალ განყოფილებაში მერიის სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული მთავარი სპეციალისტები იმუშავებენ.
"არანაირად არ მოხდება შტატების გაზრდა. მერიაში არსებული კადრების გადანაწილება მოხდება", - ამბობს ჯავახია.
ახალი განყოფილება მომავალი წლიდან დაიწყებს მუშაობას. მას შემდეგ რაც, მერიის ადამინისტრაციულ შენობაში განთავსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, ყოფილი "მირზაანის" შენობაში გადავა.
Print