ახალი ამბები
უკრაინელმა ბაბუამ მთელი მისი დანაზოგი უკრაინის ჯარს გადასცა
FaceBook
უკრაინის ქალაქ ლუცკში, 84 წლის ბაბუამ მოხალისეებს გაზეთის პაკეტი მიუტანა, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფული იყო.


84 წლის სერგეი ვერბიცკიმ მთელი თავისი დანაზოგი - 5 ათასი გრივნა მოხალისეებს უკრაინელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად გადასცა.

"იცით რატომ გაიმარჯვებს უკრაინა? იმიტომ, რომ უკრაინაში მილიონობით ადამიანია, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ და იბრძოლონ ჩვენი თავისუფლებისთვის, როგორც შეუძლიათ. დღეს ჩვენთან მოვიდა 84 წლის ბაბუა სერგეი ვერბიცკი და ჯარისკაცებისთვის ფული მოიტანა. გაზეთის ნაჭერში ლამაზად გახვეული 5 ათასი გრივნა. ომის გამო ტირის. ამბობს, რომ ნელ-ნელა აგროვებდა ფულს ჯარის დასახმარებლად. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებაში წვლილის შეტანა და დახმარება", -
ნათქვამია მოხალისე ოლგა ვალიანიკის განცხადებაში.

უკრაინაში ომის 35-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print