ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 35 - ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მოიგერიეს 4 შეტევა.


გენშტაბი აქვეყნებს 29 მარტს რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგებს: 7 ტანკი, 7 ჯავშანმანქანა, 2 მანქანა და 1 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

34 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს:

605 რუსული ტანკი

17 300 ჯარისკაცი

1723 საბრძოლო ბრონირებული მანქანა

305 საარტილერიო სისტემა

54 მიწა-ჰაერი რაკეტა

131 თვითმფრინავი

81 დრონი

1184 სამხედრო ავტომობილი

7 გემი

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ერთ დღეში გაანადგურეს 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ოპერატიულ-ტაქტიკური საავიაციო და სარაკეტო ძალებმა უკრაინის 64 სამხედრო ობიექტს დაარტყეს. მათ შორის, ოთხ სამეთაურო პუნქტს და სამ საზენიტო-სარაკეტო სისტემას.

რუსების მიერ ასევე განადგურდა სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 49 ადგილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის (როგორც თავად აღნიშნავენ "სპეცოპერაციის") დაწყებიდან განადგურდა უკრაინელების:

124 თვითმფრინავი

77 შვეულმფრენი

214 საზენიტო-სარაკეტო სისტემა

321 უპილოტო საფრენი აპარატი

1752 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

184 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური

734 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები

1640 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში ომის 35-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print