ახალი ამბები
კორონავირუსის 30 მარტის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 021 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლინდა 233 შემთხვევა, აჭარაში - 20, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 40, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 46, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 647 796 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 623 453, გარდაიცვალა 16 739 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print