ახალი ამბები
უკრაინა და საქართველო ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს
FaceBook
ნატოს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, უკრაინასთან ერთად საქართველოც დაესწრება.

მინისტერიალი ბრიუსელში 6-7 აპრილს არის დაგეგმილი. მას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

მინისტერიალზე უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ნატოს არაწევრი სხვა პარტნიორი ქვეყნებიც არიან მიწვეული. ესენია ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და შვედეთი.

ნატო აცხადებს, რომ ზოგიერთი მონაწილე შეხვედრას, შესაძლოა დისტანციურად დაესწროს.

წყარო: amerikiskhma
Print