ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა
FaceBook
ქუთაისის მერიამ რუსთველის ქუჩაზე მდება ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობა შეიძინა, სადაც
მერია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსებას გეგმავს.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, შენობა საბანკო მომსახურებაზე თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა ბანკმა შეიძნა. ზვიად ჯავახია დამატებით ინფორმაციას შენობის შემძენის შესახებ არ ასახელებს.

ამ დროისთვის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზეა განთავსებული.

ყოფილი "მირზაანის" შენობაში გადასვლის შემდეგ მერიის პირველი სართული მერიაში ახლადშექმნილ საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღების და არქივის განყოფილებას გადაეცემა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს.


Print