ახალი ამბები
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს.


ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის ანი ჩაფიძის თქმით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ვიდეომასალის სახით, რაც დაადასტურებდა აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველს.

"პროცედურულად, 48 საათის გასვლის შემდეგ, ისედაც უნდა გამოეშვათ. პოლიციას მომდევნო პროცესზე დაევალა მტკიცებულებების წარდგენა",
- ამბობს ადვოკატი.

მომდევნო სხდომა 5 აპრილს 18:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი ლოლაძეს და თამაზ გურგენიძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 დღიანი პატიმრობა ან 2000 დან 3000 ლარამდე გირაოა განსაზღვრული.

27 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ფოთში მოქალაქეებმა საწვავზე და პირველადი მოხმარების სურსათზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები როგორც ქუთაისში, ასევე თბილისშიც დააკავა. აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ და 3 აპრილს მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავენ.


ამავე თემაზე:

Print