ახალი ამბები
სერგეი შოიგუ გამოჩნდა
FaceBook
რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოჩნდა.

მან თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შოიგუმ ე.წ. "სპეციალური ოპერაციის" პირველი ეტაპი დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მთავარ ფოკუსს დონბასის გათავისუფლებაზე გადაიტანენ.

"სპეციალური ოპერაციის" პირველი ეტაპი დასრულებულია. უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ძალისხმევა გავამახვილოთ მთავარი მიზნის - დონბასის გათავისუფლებაზე",
-  განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. გაუჩინარების შემდეგ იგი საჯარო სივრცეში 26 მარტს გამოჩნდა, თუმცა, მედია ეჭვობდა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო ან სხვა დროს იყო ჩაწერილი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, შოიგუს გაუჩინარების მიზეზი გულის შეტევა იყო, რაც მის მიმართ ვლადიმერ პუტინის მკაცრმა კრიტიკამ გამოიწვია.
Print