ახალი ამბები
სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება დაიწყო
FaceBook
სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო.


ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის არიან: უკრაინის ფრაქციის "ხალხის მსახური" ხელმძღვანელი დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი TCG ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი და პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო. რუსეთის დელეგაციას, ისევე როგორც მოლაპარაკებების წინა რაუნდებში, ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.

უკვე ორი კვირაა უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა მოლაპარაკებებში ტონი შეარბილა და ულტიმატუმების ენაზე ნაკლებად საუბრობს. პარალელურად, საუბარია უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტზე, რომელიც გულისხმობს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა, ეს უკრაინას არ აუკრძალავს დამოუკიდებლად მოიძიოს სხვა სამხედრო გარანტიები, მაგალითად, აშშს-თან.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ომის პარალელურად აწარმოებს. მხარეებს შორის რამდენიმე პირისპირ და ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

უკრაინაში უკვე 34-ე დღეა რუსეთი ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.

უკრაინაში 34 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში, დაბომბეს და დაანგრიეს ათობით ქალაქი, დაიღუპა ათასობით ადამიანი და ლტოლვილად იქცა 3.5 მილიონი უკრაინელი.


Print