ახალი ამბები
ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან.

გიორგი ლოლაძეს და თამაზ გურგენიძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 დღიანი პატიმრობა ან 2000 დან 3000 ლარამდე გიროა განსაზღვრული.

27 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ფოთში მოქალაქეებმა საწვავზე და პირველადი მოხმარების სურსათზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები როგორც ქუთაისში, ასევე თბილისშიც დააკავა.

აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ და 3 აპრილს მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავენ. 


ამავე თემაზე:


Print