ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები მოიხსნა
FaceBook
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება ნებადართულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე უკვე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები.

თოვლის სახით უხვი ნალექის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ტრანსპორტით და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print
თეგები: #გზა