ახალი ამბები
მარიუპოლის მერის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ქალაქში 5000 ადამიანი დაიღუპა
FaceBook
მარიუპოლი თითქმის ერთი თვეა ალყაშია. ქალაქში შენობების 90% მიწასთან არის გასწორებული.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომის დაწყების დღიდან ქალაქის 5000 მკვიდრია დაღუპული.

მარიუპოლის დატოვება 300 ათასამდე ადამიანმა უკვე მოახერხა. ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ამჟამად ქალაქში 170 ათასამდე ადამიანი იმყოფება.

მარიუპოლი რუსმა ოკუპანტებმა ალყაში, უკრაინაში შეჭრიდან ერთ კვირაში მოაქციეს. ქალაქში არ არის წყალი, დენი, გათბობა და სატელეფონო კავშირი.

უკრაინაში 34-ე დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ მეზობელს თავს 24 თებერვალს დაესხა.
Print