ახალი ამბები
გადაუხდიან თუ არა ევროპის ქვეყნები რუსეთს გაზის საფასურს რუბლში?!
FaceBook
„რუსეთი ევროპას გაზს გაუთიშავს, თუ უარს იტყვის რუბლის გადახდაზე" - აცხადებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი.

როგორც ცნობილია, კრემლის გადაწყვეტილებით "არამეგობრულმა" ქვეყნებმა, რუსული საწვავის საფასური არა ევროთი, არამედ რუბლით უნდა გადაიხადონ.

"თუ ევროპა უარს იტყვის რუსული გაზის საფასური რუსულ ვალუტაში გადაიხადოს, მაშინ მოსკოვს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს"
- აცხადებს რუსული მხარე. მანამდე, რუსეთი მუშაობს მეთოდებზე, როგორ მიიღოს გაზის ექსპორტში მიღებული შემოსავალი რუბლში.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან. გერმანია მზადაა რუსული გაზის მიწოდების შეჩერების ყველა სცენარისთვის.

"იტალია გააგრძელებს რუსულ ენერგიაში ევროს გადახდას" - განაცხადა გასულ კვირას იტალიის მთავრობის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა.

ევროკავშირი მიზნად ისახავს ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება და 2027 წლისთვის დაასრულოს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი.
Print