ახალი ამბები
"ჩვენს მეგობრებს მარტო არ დავტოვებთ" - ქუთაისში დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
ქუთაისში, 27 მარტს, საწვავის ფასის ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს  სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქტივისტები ავტოკოლონებით და საყვირებით წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ. ამ ფორმით მათ დაკავებული თანამოაზრეები გაამხნევეს.

"იცით, რომ გუშინ დააკავეს ჩვენი მეგობრები სრულიად უკანონოდ. დღეს გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რადგან გავიგეთ, რომ კიდევ 24 საათით გაუხანგრძლივეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა",
- ამბობს აქციის მონაწილე მიხეილ მუმლაძე. 

27 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ფოთში მოქალაქეებმა საწვავზე და პირველადი მოხმარების სურსათზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს. აქციებზე სამართალდამცავებმა 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის 2 ქუთაისის მცხოვრებია, ხოლო 15 თბილისის.





Print