ახალი ამბები
ჰაკერების მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში შოიგუ თავდაცვის მინისტრი აღარ არის
FaceBook
ჰაკერების ჯგუფმა კიდევ ერთხელ გატეხა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზები და დოკუმენტები გაასაჯაროვა.

ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთ ბრძანებაში, "ინტერნეტში საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ", ხაზგასმულია 3 ფაქტი.

კერძოდ, სერგეი შოიგუ ოფიციალურად 21 მარტიდან აღარ არის რუსეთის თავდაცვის მინისტრი და მის ნაცვლად ბრძანებას ხელს აწერს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ბულგაკოვი.

დოკუმენტში საუბარია დანებებული და დეზერტირებული რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდაზე, რომელთაც სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე კარგად ექცევა. ეს კი რუს სამხედროებს უჩენს დაუსჯელობის განცდას და მათი სამხედრო მოვალეობისგან გაქცევის სურვილს. ამიტომ, რუს პროპაგანდისტებს დაევალათ, რომ შემუშავდეს და გავრცელდეს ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენები იქნება უკრაინელების არაადამიანური მოპყრობა ტყვეების მიმართ.

ჰაკტივისტებმა მანამდეც გატეხეს თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის სხვა საკვანძო უწყებების მონაცემთა ბაზები.

ანონიმუსებმა რუსეთის ხელისუფლებას კიბერომი გამოუცხადეს.
Print