ახალი ამბები
მხოლოდ კიევში 60 მილიარდზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურაა განადგურებული
FaceBook
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, კიევში 63 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა განადგურდა.

ზარალი კიევის ეკონომიკურმა სკოლამ დაითვალა.

კიევში დაინგრა 4400-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, 92 საწყობი და ქარხანა, 138 სამედიცინო დაწესებულება, 12 აეროპორტი და 378 საგანმანათლებლო დაწესებულება.

განათლების მინისტრის სერხი შკარლეტის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ან დააზიანეს უკრაინის 733 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 74 მთლიანად განადგურებულია.

უკრაინაში 33 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში, დაბომბეს და დაანგრიეს ათობით ქალაქი, დაიღუპა ათასობით ადამიანი და ლტოლვილად იქცა 3.5 მილიონი უკრაინელი.
Print