ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 33-ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ გაერღვიათ თავდაცვა ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, რათა გააკონტროლონ ძირითადი გზები და დასახლებები, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ ხაზს.

დონეცკსა და ლუჰანსკში უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 5 შეტევა. განადგურდა 2 ტანკი და ქვეითთა ერთი ​​საბრძოლო მანქანა. საჰაერო ძალების სამხედროებმა ჩამოაგდეს: 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, გაანადგურეს 2 საკრუიზო რაკეტა.

33 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა:

582 ტანკი

16 600 ჯარისკაცი

1664 საბრძოლო ბრონირებული მანქანა

294 საარტილერიო სისტემა

52 მიწა-ჰაერი რაკეტა

121 თვითმფრინავი

56 დრონი

1144 სამხედრო ავტომობილი

7 გემი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ერთი დღის განმავლობაში ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო ძალების ოთხი თვითმფრინავი. მათი რწმუნებით, დღის განმავლობაში განადგურდა 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსების ავიაციისა და სარაკეტო ძალებმა უკრაინის 36 სამხედრო ობიექტს დაარტყეს.

როგორც რუსული მხარე ირწმუნება, საერთო ჯამში, სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე განადგურდა უკრაინელების:

308 უპილოტო საჰაერო ხომალდი

1713 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

170 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური

715 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები

1557 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 33 დღეა ომია. რუსმა ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში, დაბომბეს და დაანგრიეს ათობით ქალაქი, დაიღუპა ათასობით ადამიანი და ლტოლვილად იქცა 3.5 მილიონი უკრაინელი.
Print