ახალი ამბები
მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ იხსნება
FaceBook
დღეს არ იქნება ჰუმანიტარული დერეფნები, რადგან მოსალოდნელია პროვოკაციები ოკუპანტების მიერ.

ამის შესახებ, დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკიმ განაცხადა.

"ჩვენმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპანტების შესაძლო პროვოკაციების შესახებ ჰუმანიტარული დერეფნების მარშრუტებზე. ამიტომ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით, დღეს ჩვენ ვერ ვხსნით ჰუმანიტარულ დერეფნებს",
- წერს ირინა ვერეშჩუკი. 



33 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
Print