ახალი ამბები
მოპედისა და კვადროციკლის გაფორმება და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება
FaceBook
28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შეიქმნა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია - AM, რომელიც აერთიანებს მოპედსა და მსუბუქ კვადროციკლს. AM კატეგორიაზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლა უფასოა და ამისთვის ადგილის დაჯავშნა საჭირო არ არის. AM კატეგორიის მართვის უფლების მიღება პირს 16 წლიდან შეუძლია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

რაც შეეხება მათ რეგისტრაციას, ეს შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცენტრებში, სადაც მსურველმა უნდა წარადგინოს სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილების შემთხვევაში, დაჯარიმდებით.
Print