ახალი ამბები
„ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალზე უკრაინას ერთი წუთი დაუთმეს
FaceBook
"ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინას წუთიერი დუმილით დაუჭირეს მხარი.

დაჯილდოების ტრანსლაციის დროს, ეკრანზე გამოჩნდა წარწერა იმის შესახებ, რომ უკრაინაში მილიონობით ოჯახი ახლა საჭიროებს საკვებს, წყალს, თავშესაფარს და წამლებს. ორგანიზატორებმა სთხოვეს ცერემონიალის დამსწრე საზოგადოებას, ასევე მილიონობით მაყურებელს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატათ.

თუმცა, მათ არ უხსენებიათ რუსეთი, როგორც აგრესორი და ომს უწოდეს "კონფლიქტი და შეჭრა".

ცერემონიალის წინ, წითელ ხალიჩაზე მსახიობებს ურიგებდნენ ცისფერ ლენტებს - უკრაინელი დევნილების მხარდაჭერის სიმბოლოს. მსახიობებისა და რეჟისორების ნაწილი, წითელ ხალიჩაზე უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული სიმბოლოებით გამოჩნდა.

რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა

მსახიობი ჯეისონ მომოა

მსახიობი ჯეიმი ლი კერტისი

მანამდე საუბარი იყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვაზე ცერემონიალის მსვლელობისას. ამას ითხოვდა მსახობი და რეჟისორი შონ პენი, თუმცა ზელენსკისთვის ეთერი არ დაუთმიათ.

უკრაინაში 33 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაიანში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print