ახალი ამბები
უკრაინაში რუსულ აგრესიას 143 ბავშვი ემსხვერპლა
FaceBook
უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ომს 143 ბავშვი ემსხვერპლა, 216 კი დაშავდა.

მონაცემებს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა აქვეყნებს.

"2022 წლის 28 მარტის მონაცემებით, წინასწარი გამოძიების ერთიანი რეესტრის, ისევე როგორც სხვა წყაროების მიხედვით, რომლებიც საჭიროებენ დადასტურებას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპა 143 ბავშვი და დაშავდა 216",
- წერს დენისოვა.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს და აშანტაჟებენ მშობლებს. UNICEF-ის მონაცემებით, ომის შედეგად, ოთხ მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვია ევაკუირებული.

უკრაინის შესაბამისი სამსახურები დაშავებულებსა და დაღუპულებზე ზუსტი მონაცემების დადგენას ვერ ახერხებენ, რადგან ადამიანები დღემდე ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.

33 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
Print