ახალი ამბები
ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
FaceBook
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, დასავლეთ საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.

ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ტრანსპორტით და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

დასავლეთ საქართველოში დღეს თოვს.
Print