ახალი ამბები
მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე უარესდება - უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი
FaceBook
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიკოლა სოლსკის განცხადებით, ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე უარესდება.
სოლსკის განცხადებით, ვითარებ მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდება , რაც რუსეთთან ომის დასრულდება.

ამის შესახებ BBC იტყობინება.

სატელევიზიო ბრიფინგზე საუბრისას სოლსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა, მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, რომელიც თვეში 4-5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს.

მისი თქმით, მოცულობა ახლა რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე შემცირდა.

"ზემოქმედება გლობალურ ბაზრებზე არის პირდაპირი, დრამატული და დიდი. დღითიდღე ვითარება უფრო და უფრო გართულდება“, - განაცხადა მიკოლა სოლსკიმ.

უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე აკრძალა. ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 9 მარტს მიიღო.

უკრაინაში ერთ თვეზე მეტია ოკუპანებს ებრძვიან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
Print