ახალი ამბები
უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან განადგურებულია 582 რუსული ტანკი
FaceBook
ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.
ინფორმაციას  ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით ასე გამოიყურება:

დაახლოებით 16 600 სამხედრო პერსონალი, 582 ტანკი , 1 664 ჯავშანტექნიკა, 294 საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 56.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 121 თვითმფრინავი და 127 შვეულმფრენი. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.

უკრაინაში 32 დღეა ომია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
Print