ახალი ამბები
"არც იფიქროს ვინმემ, რომ ნატოს ქვეყნების ერთი სანტიმეტრი მიისაკუთროს"
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.

შემაჯამებელ სიტყვაში მან უკრაინაში მიმდინარე ომზე და ამ ომში პუტინის მარცხზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ნატო იმპერიალისტურ პროექტად წარმოადგინოს, მაგრამ სინამდვილეში მას დემოკრატიის ეშინია. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც კი უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ნატოს რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიის ერთ სანტიმეტრს მაინც მიითვისებს.

"მე შევხვდი აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს, ასევე, პოლონელ ჯარისკაცებს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, არც კი იფიქროთ, რომ ვინმემ ერთი სანტიმეტრი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია მიისაკუთროს. ნატოს მეხუთე მუხლის კონვენციის მიხედვით, ჩვენ ვართ ვალდებული დავიცვათ ნატოს ქვეყნების ტერიტორიების თითო სანტიმეტრი და ამაში მონაწილეობას მიიღებენ კოლექტიური ძალები. კრემლს უნდა ნატოს გაფართოება წარმოადგინოს რაღაც იმპერიალისტურ პროექტად, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს, მაგრამ არაფერი ისე შორს არ არის სიმართლისგან, როგორც ეს თეორია. მათ, უბრალოდ, ეშინიათ დემოკრატიის"
, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ისაუბრა ზელენსკიზეც, რომელსაც მამაცი უწოდა, პუტინს კი თავხედი ავტოკრატი.

"ზელენსკი არის ებრაელი, მისი ოჯახი გამოექცა ჰოლოკოსტს და პუტინს, ამ ავტოკრატს, ჰყოფნის სითავხედე, რომ მოახდინოს ადამიანების თავიდან დევნა", - თქვა ბაიდენმა.

შემაჯამებელი სიტყვით ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.
Print
თეგები: #ჯო ბაიდენი