ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია
FaceBook
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია.

არსებული ინფორმაციით, იგი ირპენში, საარტილერიო დაბომბვის დროს დაიღუპა. მისი ცხედარი უკვე გამოყვანილია ფრონტის ხაზიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ, მოხალისედ წავიდა. იგი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში. დავით გობეჯიშვილი სოხუმიდან იყო დევნილი.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკვე ოთხი ქართველი დაიღუპა. რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, ქალაქ ირპენთან გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. ხელისუფლებამ მათ ძამათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე უარი თქვა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
Print