ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით რატიანი მოქალაქეებმა ტაშით გააცილეს
FaceBook
უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

დავით რატიანის ცხედარი უკვე გამოასვენეს ქაშვეთის ეკლესიიდან. მოქალაქეებმა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი ტაშით გააცილეს.

დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს სამოქალაქო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით მიაბარებენ მიწას, რადგან ხელისუფლებამ უარი თქვა მათ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 17 მარტს, ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკვე სამი ქართველი მოკლეს. 19 მარტს, აგრესორი რუსეთის ჯართან ბრძოლაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი ბახვა ჩიქობავა. საომარი მოქმედებების გამო, მისი ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე არაერთი ქართველი მოხალისე იბრძვის. პარალელურად, ქართველები ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სთავაზობენ მათ საკვებს და საზღვრამდე ტრანსპორტირებას.
Print