ახალი ამბები
ქუთაისის მერი მშენებლის დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოდის
FaceBook
ამის შესახებ ქალაქის მერმა დღეს, ქუთაისში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.



ქუთაისის მერი შოთა მურღულია მშენებლის დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ქალაქის მერმა დღეს, ქუთაისში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"მშენებლის დღე ყოველთვის აღინიშნებოდა ქუთაისში. ბოლო სამი წელია ამ მხრივ აქტიურობა არ არის. კარგი იქნება თუ მშენებლის დღეს დავაწესებთ და ამ ღირსეულ ადამიანებს პატივს მივაგებთ. ეს დღე საერთაშორისოდ აღიარებული. მივიძიოთ ეს ადამიანები, მადლობა გადავუხადოთ და გავეცნოთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ქალაქში ამ რაოდენობის მშენებლობა, რაც წელსაა ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა, თუმცას ტემპმა მომავალში უნდა აიწიოს.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა მშენებლის დღის აღნიშვნა 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ისურვეს. თუმცა, მერის განმარტებით, ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება იმართება და სასურველი არ იქნება თუ ერთი დღესასწაული მეორეს გადაფარავს.


Print