ახალი ამბები
"უკრაინა ამზადებს ძლიერ პარტიზანულ ბრძოლას" - უკრაინული დაზვერვა
FaceBook
"უკრაინის დაზვერვა, მეტყევეებთან და მონადირეებთან ერთად ამზადებს "ძლიერ პარტიზანულ ბრძოლას" რუსული ჯარების ზურგში"
- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ამერიკულ გამოცემა  The Nation-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი სპეცრაზმია, ჩვენი მონადირეებიც კი თოფებით დაიწყებენ მტერზე ნადირობას. მე ვიტყვი, რომ მალე გაზაფხული მოვა, ტყეები გამწვანებულია და აგრესორისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი გაიხსნება", - თქვა ბუდანოვმა.

ინტერვიუში მან უკრაინის დაზვერვის გეგმები შეადარა პარტიზანულ მოძრაობას ვიეტნამსა და ავღანეთში.

უკრაინაში 31 დღეა ომია. რუსი აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print