ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 31-ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბის 26 მარტის მონაცემებით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ დაცვას აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.

უწყების ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალებს მიადგა მძიმე დანაკარგები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, 25 მარტს უკრაინამ გაანადგურა: 3 თვითმფრინავი, 5 საკრუიზო რაკეტა, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და ვერტმფრენი.

31 დღიანი ომის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა

575 ტანკი

16 400 ჯარისკაცი

1640 საბრძოლო ბრონირებული მანქანა

293 საარტილერიო სისტემა

51 მიწა-ჰაერი რაკეტა

117 თვითმფრინავი

56 დრონი

1131 სამხედრო ავტომობილი

7 გემი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით, 25 მარტს 117 უკრაინული სამხედრო ობიექტი დაზარალდა.

მათ შორისაა: ექვსი სარდლობის პოსტი, სამი რეაქტიული სისტემის მოწყობილობა, ერთი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, ცხრა იარაღის და საარტილერიო საწყობი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 დამხმარე პუნქტი.

რუსული თვითმფრინავების მიერ დასახლება ვიშნევოეს თავზე ჰაერში ჩამოაგდეს სამი უკრაინული თვითმფრინავი, ასევე ექვსი უპილოტო თვითმფრინავი.

რუსული მხარის რწმუნებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ დაკარგა:

267 უპილოტო საფრენი აპარატი,

207 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი,

1618 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა,

166 სადაზვერვო თვითმფრინავი,

662 იარაღის საველე არტილერია

1453 ერთეული სპეციალური სამხედრო ავტომანქანები.

მხარეები თავიანთი ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

უკრაინაში 31 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print