ახალი ამბები
კორონავირუსის 26 მარტის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 478 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან: თბილისში დადასტურდა 290, აჭარაში - 37, იმერეთში - 88, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 46, გურიაში - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 53, კახეთში - 43, მცხეთა-მთიანეთში -12, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 645 959 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 615 166, გარდაიცვალა 16 704 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print