ახალი ამბები
საფრანგეთი, თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად, მარიუპოლში ჰუმანიტარულ ოპერაციას გეგმავს
FaceBook
საფრანგეთი, თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად უერთდება ოპერაციას, რომელიც მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გულისხმობს.


ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Figaro - ს განუცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი კომუნიკაციაშია უკრაინასთან და გეგმავს რუსეთთან მოლაპარაკებას ჰუმანიტარული მისიის შესახებ.

Le Figaro - ს ცნობით, ემანუელ მაკრონს სურს 48 საათში ესაუბროს ვლადიმერ პუტინს ოპერაციის „დეტალების დასაცავად".

მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მოქალაქე რჩება. სამხრეთ უკრაინის საზღვაო პორტში, რომელიც მარტის დასაწყისიდან ალყაშია, ჰუმანიტარული კატასტროფაა. ადგილობრივებს არ აქვთ წყალი, დენი, გათბობა, საკვები და მედიკამენტები.

25 მარტის მონაცემებით, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თქმით, ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ზაპოროჟიაში მხოლოდ 2,800 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა საკუთარი მანქანებით.

უკრაინაში 31 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print