ახალი ამბები
უკრაინაში გაშვებული რუსული რაკეტების 60%-ზე მეტი მიზანს ასცდა
FaceBook
რუსული ზუსტი მართვადი რაკეტების მხოლოდ 39% -მა მიაღწია მიზნამდე უკრაინაში, რაკეტების გასროლის 60% კი მარცხით დასრულდა.


ამის შესახებ Reuters სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელთაც ანონიმად დარჩენა ისურვეს.

მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, მიუხედავად ჯარისა და შეიარაღების უპირატესობისა, რუსეთმა ვერ მიაღწია იმ მიზანს, რასაც უკრაინის საჰაერო ძალების განეიტრალება ჰქვია.

Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა ციფრები და მაღალჩინოსნების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე, თუმცა აშშ-ს მაღალჩინოსნების ნათქვამს სარწმუნოდ მიიჩნევს ორი სამხედრო ექსპერტი, რომელთაც Reuters-მა მიმართა.

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი თავის ყველა მიზანს აღწევს, ხოლო შეერთებულ შტატებს "სიცრუის იმპერიას" უწოდებს, რომელმაც რუსეთთან საინფორმაციო ომი გააჩაღა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა დაუყოვნებლივ კომენტირებაზე და შესთავაზა Reuters-ს მიმართოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც არ უპასუხა მედიის სატელეფონო ზარებს და წერილობით თხოვნას.


Print