ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ზარალი ვერ დათვალა
FaceBook
ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რა რაოდენობის ზარალი მიადგა ქალაქს 23 მარტის სტიქიის შედეგად.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანებების შემთხვევები მერიის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით განიხილება და ჯამდება.

"ითვლიან ზარალს და მოგახსენებთ",
- ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

23 მარტს, ქუთაისში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოთხარა. წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს კერძო ავტომანქანა და მოსაცდელების ინფრასტრუქტურა. ქარის მიერ მოგლეჯილი ხის ტოტი დაეცა მამაკაცს, რომლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

დაზიანების ადგილებზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები.

Print