ახალი ამბები
მერიამ ბალახვნის ხიდზე მოსაპარად გამზადებული ბორჯღალები მოხსნა და შეინახა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ბალახვნის ხიდის ბეტონის მოაჯირებში ჩამაგრებული რკინის ბორჯღალები მოხსნა და შეინახა.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ რკინის ფიგურებს ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ დააბრუნებენ, თუმცა, როდის, უცნობია.

მერიას ხიდის დაზიანებული მოაჯირების შეკეთება, ჯერჯერობით, დაგეგმილი არ აქვს.

"რომ არ დაკარგულიყო, ამიტომ მოვხსენით და შევინახეთ. როცა რეაბილიტაცია ჩაუტარდება, უკან დავაბრუნებთ", - ამბობენ მერიაში.


მერიამ ხიდიდან ბორჯღალების მოხსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ფიგურების მოპარვა იგეგმებოდა და მათი ბეტონის კონსტრუქციებიდან ამოღება ეტაპობრივად ხდებოდა. 

მერიას მანამდე არც ხიდის მოაჯირების და არც რკინის ფიგურების დაზიანება არ შეუმჩნევია, ან მასზე რეაგირება მანამდე არ ჩათვალა საჭიროდ, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებამ არ შეიტყო.


ხიდის მოაჯირებში ჩაბეტონებული ათობით ბორჯღალიდან მერიამ მხოლოდ რამდენიმე მოხსნა და დაასაწყობა.
Print