ახალი ამბები
"ჩვენ უნდა გავნადგურდეთ, რომ რუსეთის ულტიმატუმი აღსრულდეს"- ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ულტიმატუმზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი შესრულება შეუძლებელია.

ამისთვის, ჯერ უკრაინელი ხალხის განადგურებაა საჭირო. მისი თქმით, ვერც ერთი ქალაქის მცხოვრებლები და ვერც ის, როგორც პრეზიდენტი, ამას ვერ გააკეთებს.

"უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმს. ჩვენ ყველანი უნდა გავნადგურდეთ, რომ მათი ულტიმატუმი აღსრულდეს. მაგალითად, როცა საუბარია მიეცით ხარკოვი, მარიუპოლი ან კიევი - არც ხარკოველებს, არც მარიუპოლელებს, არც კიეველებს და არც მე, პრეზიდენტს, ამის გაკეთება არ შეგვიძლია",
- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში 30 დღეა ომი. ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული პოზიციაა ის, რომ რუსეთთან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება.
Print