ახალი ამბები
უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს ცხრა შეტევა და გაანეიტრალეს 200 ოკუპანტი - გენერალური შტაბი
FaceBook

 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.

თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება დონეცკში, სლობოჟანსკისა და ტაურიდის ტერიტორებზე. აქ ძალისხმევა მიმართულია მტრის გარღვევის თავიდან აცილებაზე, ხოლო ვოლჰინიაში - სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე.

ჩრდილოეთით, უკრაინული ჯარების ჯგუფი ფლობს ქალაქ ჩერნიგოვს და ხელს უშლის მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. კიევის თავდაცვა ასევე აგრძელებს მტრის თავდასხმის მოგერიებას.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანეიტრალეს ორასი ოკუპანტი და გაანადგურეს მრავალი ერთეული ტექნიკა.

"წინა დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, 20-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 მტრის თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. წინა დღეებში მოხვდა მოწინააღმდეგის 6 საჰაერო სამიზნე: 1 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში 30 დღეა ომია.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ოკუპანტი ჯარი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

 

Print